ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი ორსული იყო

ქუთაისში, გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ექიმის ინფორმაციით, ორსულს კლინიკაში შემოსვლისთანავე რთული მდგომარეობა აღენიშნებოდა.

„შემოსვლისთანავე აღენიშნებოდა რთული მდგომარეობა, სუნთქვის უკმარისობა. პაციენტი იყო 38 კვირის ორსული. ის მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში. დაეწყო სათანადო მკურნალობა. ეჭვი გვქონდა გრიპზე, რის საფუძველსაც იძლეოდა მისი ანამნეზური მონაცემები. ოჯახის წევრების თქმით, იყო 2-3 დღის შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში განხორციელდა საკეისრო კვეთა. მდგომარეობა მკურნალობის განმავლობაში რჩებოდა უაღრესად მძიმე“-, განაცხადა ექიმმა.

საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

იხილეთ ვიდეო: H1N1 ვირუსით ქუთაისში გარდაცვლილი ქალი ორსული იყო - რა კომენტარს აკეთებს ექიმი?

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს