გიორგი ქობულიას განცხადებით, ახალი წლიდან ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას მთავრობაში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კითხვაზე, სმენია თუ არა მას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, მამუკა ბახტაძე ეკონომიკურ გუნდთან ერთად გადადგეს, ქობულიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ არ სმენია.

რაც შეეხება მის უწყებას, ქობულიას თქმით, ახალი წლის შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებები იქნება.

მინისტრი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ტურიზმის ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელად დაინიშნოს.

„ვინ და როდის დაინიშნება ამას ძალიან სწრაფად გაიგებთ. ახალი წლიდან ცვლილებები იქნება და რა ცვლილებები იქნება, ამას გაიგებთ. მეტს არაფერს გეტყვით, ხოლო ცვლილებების მიზეზებს მერე აგიხსნით, როცა ცვლილებები იქნება", - განაცხადა ქობულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა