სოფო კილაძე სერგო რატიანს - მახსოვს ის პერიოდი, თქვენი ხელისუფლება მოსვლისთანავე ეკლესიებს რომ ანგრევდა

მახსოვს, ის პერიოდი, თქვენი ხელისუფლება მოსვლისთანავე ეკლესიებს რომ ანგრევდა და ახლა თქვენ გვიმტკიცებთ, რომ მაშინ უფრო უკეთესად იყო რელიგიის თავისუფლება, ვიდრე - ახლა. ეს საზოგადოებამ შეაფასოს, - ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგო რატიანს კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას იხილავენ.

ემზარ კვიციანის ინიციატივა საქართველოში ჩადრით სიარულის აკრძალვას ეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სერგო რატიანმა საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა და არგუმენტად სახალხო დამცველის ანგარიში მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, აღნიშნულია, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა.

აღნიშნულ მოსაზრებას სოფო კილაძე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ნათქვამი, ჭეშმარიტებას შეიძლება არ წარმოადგენდეს.

„ბუნებრივია, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ იდეალურ მდგომარეობაში ვართ და ამ კუთხით იდეალური სიტუაცია გვაქვს. ჯერ ერთი, სახალხო დამცველის ანგარიში რომ რაღაცას ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა. ტყუილია, რომ ჩვენ დავთანხმდებოდით სახალხო დამცველს, რომ რელიგიის თავისუფლება ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე აქამდე. არ გვინდა, ამ 9 წელზე ლაპარაკი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე კარგად მახსოვს ის კადრები, ეკლესიებს რომ ანგრევდნენ და მათ შორის თქვენი ხელისუფლება როგორ ექცეოდა დედა ეკლესიას, ესეც ძალიან კარგად მახსოვს“, - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა