ადვოკატი - პროკურორებმა კიდევ ერთხელ იცრუეს, თითქოს, დ.ღ.-მ სასამართლოზე ზაზა სარალიძესთან შეხვედრა უარყო

პროკურორებმა ზვიად ფხაკაძემ და ინა გუგუშვილმა კიდევ ერთხელ იცრუეს სასამართლოზე, თითქოს, დ.ღ.-მ სასამართლო პროცესზე უარყო ზაზა სარალიძესთან შეხვედრა, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ-ს ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღეს დაკითხულმა პროკურორმა არ უარყო, რომ შესაძლებელია დ.ღ.-მ მას ზაზა სარალიძესთან შეხვედრა უამბო კიდეც, თუმცა, ვერ იხსენებს.

„ზვიად ფხაკაძემ არ უარყო, რომ შესაძლებელია, დ.ღ.-მ მას მიაწოდა ინფორმაცია ზაზა სარალიძესთან შეხვედრასთან და ამ საუბრის შინაარსთან დაკავშირებით, ოღონდ დეტალების გახსენება არ შეუძლია.

ფხაკაძემ ცალსახად დაადასტურა სასამართლოში, რომ ორი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე, რომელზეც განაჩენი დამდგარია, მტკიცებულების არარსებობის გამო არ იქნა დავით სარალიძის მკვლელი დადგენილი და არა რომელიმე არასრულწლოვნის ცრუ ჩვენების გამო", - აცხადებს სიხუაშვილი.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას დღევანდელ ჩვენებას, ადვოკატის განმარტებით, კალანდიას ჩვენებით, დ.ღ. ვერ დაინახავდა თუ რას აკეთებდა ის იქ.

„მ.კ.-მ ცალსახად დაადასტურა სასამართლოში, რომ ის ვერ მიაწვდის ინფორმაციას, დ.ღ.-მ დაინახა თუ არა, დავით სარალიძეს ის ურტყამდა თუ რას აკეთებდა. მან დაადასტურა, რომ გ.ჯ.-ს ეხმარებოდა და სარალიძეს უკან ქაჩავდა.

გამოძიების ეტაპზე, როცა დაკითხეს, დ.ღ.-მ თქვა, კალანდია სარალიძეს ურტყამდაო, ხოლო სასამართლოზე, მას შემდეგ რაც სტრესულმა მდგომარეობამ გაუარა, თქვა, კალანდია რას აკეთებდა, არ დამინახავსო. მ.კ.-მ დაადასტურა, რომ იდგა და არ ჩხუბობდა. ის ცდილობდა დავით სარალიძის მოშორებას გ.ჯ.-სგან. დ.ღ. იმ მომენტში იქ არ ყოფილა და როგორ შეიძლება ის დაენახა", - აცხადებს ადვოკატი.

შემდეგი სასამართლო სხდომა 27 დეკემბერს ჩაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა