კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური Okapi ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ქალაქ კისანტუში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ორივე მძღოლის მხრიდან სიჩქარის გადაჭარბება იყო.