ირაკლი ნადირაძე თბილისის მერს - პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ავტობუსი რომ დადის „ახმეტელიდან“ „ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?!

პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ავტობუსი რომ დადის „ახმეტელიდან“ „ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?! - აღნიშნული კითხვით მიმართა საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

მან კახა კალაძეს ჰკითხა, მიაჩნია, თუ არა, რო “ღამის ეკონომიკა“ მისი წარუმატებელი პროექტი იყო. "მას შემდეგ, რაც თქვენ ღამის ეკონომიკის განვითარება დააანონსეთ, ბატონი გახარია გამოვიდა და ლამის თავზე ჩამოიქცა ის მთავარი ობიექტები, რომელზეც დგას ე.წ. „ღამის ეკონომოკა“. ფიქრობთ, თუ არა, რომ ეს იყო თქვენი წარუმატებელი პროექტი?! როგორ ფიქრობთ, პარასკევი-შაბათი-კვირა ერთი ევტობუსი რომ დადის „ახმეტელიდან“ „ვარკეთილამდე“, ეს ააღორძინებს ღამის ეკონომიკას?!“, - მიმართა ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ავარიულ შენობებზეც გაამახვილა ყურადღება და კალაძეს ჰკითხა, რატომ აღარაა მერიის პრიორიტეტი ავარიული შენობების გამაგრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო