რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმი სახალხო დამცველს არ აქვს, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ის მოთხოვნა, რომ მისი გასაჩივრების მექანიზმი არსებობდეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც „სიდას" ყოფილ დირექტორს, ზვიად დევდარიანს გამოეხმაურა, რომელიც არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კანონში ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრება შეუძლებელია.
"სახალხო დამცველი გასცემს რეკომენდაციებს, ეს რეკომენდაცია არ არის სავალდებულო ხასიათის. ჩვენ არ გვაქვს აღსრულების, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება კერძო პირების მიმართ გაცემულ რეკომენდაციას, რასაც ამ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. კერძო პირების მიმართ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმი სახალხო დამცველს არ აქვს, შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ის მოთხოვნა, რომ მისი გასაჩივრების მექანიზმი არსებობდეს", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.