სემეკ-ის წევრი - ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა

ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა,- ამის შესახებ სემეკ-ის წევრმა გოჩა შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, განაწილებისა და ტრანსპორტირების ტარიფების შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი 0.014 თეთრით შემცირებულიყო.

„ტარიფების დეპარტამენტმა წარმოადინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა "ყაზსტრანსგაზ-თბილისისთვის" სამომხმარებლო ტარიფის დადგენას. ტარიფი მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა. განაწილების ტარიფი შემცირდა დაახლოებით 1.3 თეთრით და ეს შემცირება გამოწვეული იყო ძირითადად მაინც ნორმატიული დანაკარგების ღირებულების შემცირებით. თქვენ იცით, რომ კომისია ადგენს დანაკარგების განაკვეთებს კომპანიებისთვის 5 წლიან პერიოდზე. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეს დანაკარგები შემცირდა და, შესაბამისად, ამ შემცირებამ გამოიწვია თვითონ განაწილების ტარიფის შემცირება. თუმცა გაიზარდა მიწოდების ტარიფი. მიწოდების ტარიფის ზრდა იყო დაახლოებით 1.3 თეთრი და შესაბამისად, ამ ორმა კომპონენტნა ერთმანეთი დააბალანსა, თუმცა ტრანსპორტირების ტარიფის შემცირებამ საბოლოო ჯამში გამოიწვია სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც. ასე რომ, სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა 0.014 თეთრით 1 კუბურ მეტრზე,"- განაცხადა გოჩა შონიამ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისში ბუნებრივი გაზის ტარიფი მცირდება. ცვლილება 0.014 თეთრს შეადგენს.

ცნობისთვის, ამჟამად ბუნებრივ აირზე თბილისში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი 46.153 თეთრია. აქედან გამომდინარე, ახალი გადაწყვეტილებით, დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრი იქნება.

დღეს დადგენილი ახალი ტარიფი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ აბონენტებს შეეხება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა