თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტმა მოსამართლეების შერჩევის პროცედურებზე მუშაობა, იუსტიციის საბჭომ კი, საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევა უნდა დაიწყოს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევა უნდა დაიწყოს, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის დასამტკიცებლად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჩუგოშვილმა განუცხადა, საჭიროა პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს თავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებზე მუშაობა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ორი რამ მაქვს სათქმელი: ერთი არის პროცედურა, რა ფორმითაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატურები წარმოადგინა და რომელიც ჩემთვის მიუღებელია და მეორეა, კონკრეტული გვარები წარმოდგენილ სიაში. ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2012 წელს გამოვთქვი ჩემი აზრი და ეს აზრი დღემდე არ შემიცვლია. ერთი მხრივ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურებზე მუშაობა, მეორე მხრივ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი აზრისთვის ანგარიშის გაწევა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. საბჭოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბჭოს არამოსამართლე წევრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა