წყნეთში, ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბისას პენიტენციური სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის დაჭრისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

წყნეთში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, პენიტენციური სამსახურის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ყანჩაველს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი მარგველაშვილმა მიიღო.

გიორგი ყანჩაველი მიმალვაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ის სამართალდამცავებმა თბილისში, წავკისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, წყნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს: 1975 წელს დაბადებულ ი.ჭ.-ს, 1977 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ.-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. იმავე დღეს, 10 დეკემბერს, ხულიგნობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყანჩაველს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო