საგარეო საქმეთა სამინისტრომ  2018 წელს შესრულებული სამუშაოები შეაჯამა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს შესრულებული სამუშაოები შეაჯამა. როგორც უწყების მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი,წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები, საქართველოსათვის აქტუალური საკითხების წამოწევისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, 2018 წელი წარმატებული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურად გამოყენების, ასევე სრულიად ახალი ფორმატის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 97 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. უწყების განცხადებით, განისაზღვრა ევროკავშირის დახმარების ოდენობა 2018 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც უპრეცენდენტოა თავისი მასშტაბებით და ითვალისწინებს 134 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას საქართველოსათვის.

როგორც საგარეო უწყება აღნიშნავს, 2018 წელს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით.

ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას აგრძელებდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და ევროპის ქვეყნებთან არსებული აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანაზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მეზობელ ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განსამტკიცებლად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიშში.

ამასთან, საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს წარმომადგენლობითობა საერთაშორისო ორგანიზაციების არჩევით ორგანოებში გაიზარდა.

ანგარიშში მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთოებების გაღრმავებაზეც არის საუბარი. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო აგრძელებდა სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რომლის შედეგად გაგრძელდა რეგიონალური თანამშრომლობა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებზე.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ანგარიშში ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებსაც გაუსვა ხაზი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა