სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის“ განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში 27 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უფრო კონკრეტულად, სს „საქართველოს რკინიგზის“ მოთხოვნით, სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის, კახეთის ჩიხის, რევაზ მამისაშვილის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

ელექტრომომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონის ნაწილსაც. კერძოდ, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, საირმის და შმიდტის ქუჩების მცხოვრებლებს.

როგორც „თელასის“ განცხადებაშია აღნიშნული, შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა