ნაზი ჯანეზაშვილი - არ შეიძლება მიხეილ ჩინჩალაძის კლანი გაძლიერდეს

იუსტიციის უმაღლესი საჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა სურვილი გამოთქვა შედგეს შეხვედრა საბჭოს იმ არამოსამართლე წევრებთან, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა 10- კაციან სიას.

მისი თქმით, საუბარია არამოსამართლე წევრებზე: ანა დოლიძეზე, ირმა გელაშვილზე და პირადად მასზე. ნაზი ჯანეზაშვილი შეხვედრის შეთავაზებას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრისთვის მზად არის, სადაც დაინტერესებულ დეპუტატებს განუმარტავს, თუ რა მიზეზით არ დაუჭირა მხარი უმაღლეს ინსტანციაში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატებს.

ლევან გოგიჩაიშვილმა დააყენა დღეს ბიუროს სხდომაზე საკითხი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს კენჭისყრაში და ამ ხალხს მხარი არ დაუჭირეს , მოისმინოს მათი მოსაზრება. ეს არის ძალიან კარგი და ჯანსაღი ინიციატივა, რადგან მართლაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს პარლამენტისთვის, თუ რა პრობლემებია შიგნით და რატომ არ დავუჭირეთ მხარი ამ კანდიდატურების წარდგენას. სიამოვნებით შევხვდები პარლამენტის წევრებს. ხვალ, ჩავალ ამ შეხვედრაზე და აუცილებლად გავაცნობ ჩემს ხედვებს, თუ რა პროცედურები წარიმართა საბჭოში და რა ხარვეზები იყო. გავაცნობ ჩემს ხედვებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა იქნას თანამდებობაზე არჩეული იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართეები. მიმაჩნდა, რომ არ შეიძლება გაძლიერდეს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის კლანი“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, 24 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10- კაციანი კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატების სია საქართველოს პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა