დავით ზალკალიანი - ვფიქრობ, ევროპასთან და ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით მაქსიმუმი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა

თუ კონკრეტული შედეგები არ გვექნა, ეს იწვევს იმედგაცრუებას, ახალისებს დეზინფორმაციას და ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა 2019 წელს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო გეგმავს.

„ჩვენ არ უნდა შევანელოთ ის სვლა, რომელიც აღებული გვაქვს. წლევანდელ წელზე ალბათ კრიტიკოსებიც ვერაფერს იტყვიან. შეიძლება თქვან, რომ რაღაცა დავაკელით, მაგრამ ვფიქრობ, მაქსიმუმი გაკეთდა, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ევროპასთან და ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ამას ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის ლიდერი, საქართველოს ინტეგრაციის დონე არის განსხვავებული, ვიდრე ჩვენს სამეზობლოში. მაგრამ ჩვენ ვაცხადებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გვაქვს. ეს საჯაროდაც გვაქვს გაცხადებული. ლუქსემბურგშიც დავაფიქსირე, რომ 2019 წელი არის საიუბილეო წელი, ჩვენ არ დაგვაკმაყოფილებს მხოლოდ შეფასება, რომ საქართველო არის ლიდერი, ჩვენ გვჭირდება ხელშესახები შედეგები. ეს გვჭირდება ბევრი რამისთვის, იმისთვის მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს, მათ შორის ხალხის მხარდაჭერა - გაძლიერდეს. თუ ჩვენ არ ვაჩვენებთ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და შედეგებს, მხარდაჭერა შემცირდება. თუ ჩვენ კონკრეტული შედეგი არ გვექნა, ეს იწვევს იმედგაცრუებას, ეს ახალისებს დეზინფორმაციას, ახალისებს ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელს, ოკუპანტს, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს. ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ მათ, რათა დაგვეხმარონ ჩვენ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა