2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს

2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების ვინაობა ცნობილია. დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის თეატრში გაიმართა. საუკეთესოები 14 ნომინაციაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვერსიით გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს. საუკეთესო ქალი სპორტსმენი კი ნინო ოძელაშვილი გახდა.

სპეციალური პრიზი საერთაშორისო აღიარებისთვის მოჭიდავე ზვიად პატარიძეს გადაეცა. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ვერსიით, ზვიად პატარიძე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია. სპორტულ ფედერაციებს შორის საუკეთესოდ ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, საფეხბურთო ნაკრები კი, წლის გუნდად დასახელდა. საუკეთესო ლეგიონერი წელს თორნიკე შენგელია გახდა.

მსოფლიოში საქართველოს სახელის პოპულარიზაციისთვის და მსოფლიო ასპარეზზე მიღწეული გამარჯვებებისთვის ჯილდოები ტოჩინოშინ ლევან გორგაძეს, ზაზა ფაჩულიას და ნიკოლოზ ბასილაშვილს გადაეცა. წლის აღიარებისთვის ჯილდო ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მიენიჭა. ლევან კობიაშვილი საუკეთესო მენეჯერად, საუკეთესო მწვრთნელად - გიორგი ასანიძე, საუკეთესო მსაჯად კი ელისო ბედოშვილი დასახელდა. სპორტში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ოლიმპიური კომიტეტიც. საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად რევაზ დავითაძე აღიარეს. სპეციალური პრიზი - წლის აღმოჩენა გიორგი ჩაკვეტაძეს გადაეცა.

დასახელდა გასული 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენიც - ის გენო პეტრიაშვილია. 2018 წელი ქართული სპორტის ისტორიაში უხვმედლიანი გამოდგა. ამ წელს ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპონატებზე, ასევე, საერთაშორისო ტურნირებზე 800-ზე მეტი მედალი მოიპოვეს.

დაჯილდოების ცერემონიას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერი, ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ასევე ჟურნალისტები დაესწრნენ.

იხილეთ ვიდეო: ვინ გახდნენ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენები - "ოლიმპიური წელი მოდის და შევეცდები უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო"

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა