ანატოლი ბიბილოვი - საქართველოში არც ერთ ქორს გამბედაობა არ ეყოფა, ხელყონ ჩვენი სახელმწიფო საზღვრები

სამხრეთ ოსეთი საქართველოს მილიტარიზაციით შეშფოთებულია, - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა.

„ჩვენ არ ვიცით თავში რა მოუვა მორიგ სააკაშვილს. საქართველოს პოლიტიკა არალოგიკურია. საქართველოს პოლიტიკაში არ დევს ლოგიკა, რისი დასტურიც არის ის, რომ საქართველოს არ შეუძლია იმეგობროს რუსეთთან, რომელმაც ის თურქეთის, ირანის დაპყრობისგან გადაარჩინა. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობა მოიპოვა“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ შეშფოთებულია საქართველოს მილიტარიზაციით, თუმცა ნაბიჯები იდგმება რუსეთთან უსაფრთხოების „ერთიანი კონტურის შესაქმნელად“.

„გასაგებია, რომ საქართველო არ შეეგუება იმ პოლიტიკურ რეალიას, რაც ჩვენ გვაქვს. მეორე მხრივ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, სადაც ნათლად არის გაწერილი, რომ რომელიმე მხარეზე თავდასხმა მეორე მხარეზე თავდასხმად განიხილება. უსაფრთხოების ერთიან კონტურს ვქმნით. საქართველოში არც ერთ ქორს გამბედაობა არ ეყოფა ხელყონ ჩვენი მტკიცე განწყობა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო საზღვრები“, - დასძინა ბიბილოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა