საკრებულოს წევრი ლევან არველაძე - ისტორიაში პირველად თბილისის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი ლევან არველაძე მომავალ წელს დედაქალაქში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ სამუშაოებს გამოეხმაურა.

„ჩვენი გუნდი ასრულებს ყველა იმ წინასაარჩევნო დაპირებას, რომელიც მივეცით დედაქალაქის მოსახლეობას. ისტორიაში პირველად თბილისის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ქალაქის განვითარებაზე”,- აღნიშნა ლევან არველაძემ.

საკრებულოს წევრმა იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა განხორციელებაც მომავალ წელს არის დაგეგმილი.

მისი თქმით, 2019 წლიდან იწყება თბილისის მეტროს რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი.

„მეტროს ხაზი ფართოვდება ლილოსა და აეროპორტის მიმართულებით და არსებულ სადგურებს შეემატება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეტროს სადგურები. არსებულ ხაზზე იზრდება ვაგონების რაოდენობაც, რაც მომატებულ მგზავრთა ნაკადის კომფორტულად გადაადგილებას უზრუნველყოფს. იზრდება მუნიციპალური ავტობუსების რაოდენობაც 400 ერთეულით. უმოკლეს ხანებში სრულიად განახლდება ავტოპარკი ეკოლოგიურად სუფთა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტით. თბილისში არსებულ 10 საბავშვო ბაგა-ბაღს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და ამასთანავე, დაგეგმილია ახალი სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა. დედაქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიიის მიმართულებით გადაიდგა არაერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ამ მიმართულებით სამუშაოები გრძელდება და მომავალ წელს დიღმის ჭალებში და თემქაზე არსებულ ხევში გაშენდება ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცეები“, - განაცხადა დეპუტატმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო