ქეთევან ციხელაშვილი - რეჟიმი პირდაპირ მუშაობს ყველას, მათ შორის ოსების ინტერესების წინააღმდეგ

რეჟიმი პირდაპირ მუშაობს ყველას, მათ შორის ოსების ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილი გამოეხმაურა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ რეგიონიდან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადმომსვლელთა კონტროლის გაძლიერებას.

„სამწუხაროდ, ეს არ არის სიახლე, მუდმივად არის მცდელობა, რომ გაზრდილი კონტაქტების ფონზე გადაადგილება გაამკაცრონ და გაართულონ“, - განაცხადა მან.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს შეზღუდვა დამატებით პრობლემებს უქმნის ცხინვალის რეგიონის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, რომელთათვისაც გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ეს კონკრეტული განცხადება ეხება იმ ადამიანებს, განსაკუთრებით ეთნიკურად ოსებს, რომლებიც არა უშუალოდ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, არამედ ცხინვალის რეგიონის სიღრმეში ცხოვრობენ და რომელთაც გადაადგილება ყველაზე მეტად სჭიდებათ. ისინი ცდილობენ ამისათვის სხვადასხვა გზა მოძებნონ. ხშირად რუსეთის გავლით მაინც ჩამოდიან საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. დამატებითი ზომა კი საახალწლოდ განაცხადია იმის თაობაზე, რომ რეჟიმი პირდაპირ მუშაობს ყველას, მათ შორის ოსების ინტერესების წინააღმდეგ. ეს ჩვენთვის, ყველასთვის დასკვნის გამოტანის საფუძველია, რომ ამას აუცილებლად უნდა დავუპირისპირდეთ მეტი კონტაქტითა და მეტი განვითარებით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ამიერიდან საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად სპეციალური ე.წ. საშვია აუცილებელი.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა