კრედო ბანკმა მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა

კრედო ბანკმა მომხმარებელთა დაცვის მიმართულებით საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა და SMART Campaign-ის სერტიფიკატის მფლობელი კიდევ 2 წლით გახდა. ბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ორგანიზაციისთვის, ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აღიარებაა საერთაშორისო დონეზე. სერტიფიკატი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ კრედო ბანკისთვის მომხმარებელი და მათი უფლებების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხია.

Smart Campaign-ის სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ კრედო ბანკი შესაბამისობაშია მომხმარებელთა დაცვის შვიდ ძირითად პრინციპთან:

1. პროდუქტის შესაბამისი დიზაინი და მიწოდება;

2. მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებებისგან;

3. გამჭვირვალობა;

4. გონივრული ფასწარმოქმნა;

5. მომხმარებლებისადმი პატიოსნებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება;

6. მომხმარებლების მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა;

7. მომხმარებელთა საჩივრების გასათვალისწინებლად აუცილებელი მექანიზმის არსებობა.

მომხმარებელთა დაცვის სერტიფიკატი ბანკმა პირველად 2016 წელს მიიღო. სერტიფიკატი 4 წლიანია, თუმცა პირობის თანახმად, სერტიფიკატის მიღებიდან 2 წლის შემდეგ კომპანიამ ხელახლა უნდა გაიაროს აკრედიტაცია, რათა დადგინდეს მომხმარებლეთა დაცვის პრინციპენთან შესაბამისობა და აქედან გამომდინარე სერტიფიკატის ვადა მომდევნო 2 წელი გახანგრძლივდეს, აღნიშნული აკრედიტაცია კრედო ბანკმა 2018 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა.

კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა ზაალ ფირცხელავამ განაცხადა: „სასიხარულოა, რომ კრედო ბანკმა აკრედიტაცია გაიარა და დაამტკიცა, რომ Smart Campaign-ის სერტიფიკატის ღირსეული მფლობელია. მომხმარებლებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა ჩვენი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მნივნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა დაცვის სერტიფიკატის ფლობა კრედო ბანკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია“.

Smart Campaign-ის შესახებ

Smart Campaign საფინანსო სექტორის მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კამპანიაა ფინანსურ სექტორში, რომელიც 2008 წელს დაარსდა. კამპანიაში 5000-ზე მეტი ფინანსური ორგანიზაცია, ასოციაცია, ინვესტორი, დონორი თუ კერძო პირია გაერთიანებული. დღესდღეობით, მომხმარებელთა დაცვის სერტიფიკატის მფლობელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ ასი კომპანიაა.

კრედო ბანკის შესახებ

კრედო ბანკი წამყვან პოზიციას იკავებს მიკროსაფინანსო ბაზარზე. დღესდღეობით, 68 სერვისცენტრის საშუალებით 280 ათასამდე მომხმარებელს ემსახურება. ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მეშვეობით, ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და დასაქმებას რეგიონების მასშტაბით. კრედო ბანკის მფლობელია სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმი, რომელიც Access Microfinance Holding AG (Access Holding), responsAbility Investments AG (responsAbility) და Triodos Investment Management BV (Triodos)-გან შედგება.

(R)

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა