მეუფე პეტრე - რა პროცესებიც განვითარდა უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროსთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა

მიმაჩნია, რომ რა პროცესებიც განვითარდა, უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და ზოგადად, მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ნამდვილად ისტორიული მოვლენაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ განუცხადა.

მიტროპოლიტს კითხვით მიმართეს, წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილავენ თუ არა უკრაინის საკითხს. მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს წმინდა სინოდი ღვთისთვის სათნო გადაწყვეტილებას მიიღებს.

„რაც შეეხება უკრაინის თემას, პირადად მე მიმაჩნია, რომ რა პროცესებიც განვითარდა უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და ზოგადად მართლმადიდებლური სამყაროსთვის ნამდვილად ისტორიული მოვლენაა. ძალიან გასახარია და ღვთის წყალობაა, რომ ამიერიდან უკვე უკრაინაში ე.წ. რასკოლნიკური, არაღიარებული ეკლესია არ იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მიმაჩნია, რომ დღეს თუ ხვალ ეკლესიამ აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი და დადგეს სიმართლეს მხარეს და იმედი მაქვს, რომ სინოდი ღვთის სათნო გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა.

იხილეთ ვიდეო: წმინდა სინოდის სხდომა საპატრიარქოში - რა კომენტარები გააკეთეს მეუფეებმა?

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები