ლევან შონიას ადვოკატი - ბრალს არ ვაღიარებთ, ეს იყო ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა, რომელიც ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანს გადაერიცხა

წარდგენილ ბრალს არ ვაღიარებთ, ეს იყო ქველმოქმედებისთვის განკუთვნილი თანხა, რომელიც ონკოლოგიურად დაავადებულ ადამიანს გადაერიცხა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის, ლევან შონიას ადვოკატმა, იზა კალატოზიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, შონიასთვის 10 000 დოლარის გადარიცხვა ბიზნესმენის კეთილი ნებით მოხდა და ამის დადასტურებას ისინი სასამართლოზე შეძლებენ.

ადვოკატის განმარტებითვე, თანხის დეკლარირების ვადა გასული არ არის.

"თანხის მიზნობრიობაც ნათლად ჩანს საქმის მასალებიდან, ანუ რისთვის იყო ეს თანხა დახარჯული, ყველაფერი ჩანს. ეს იყო ბიზნესმენის კეთილი ნება, მან თავისი ნებისა და სურვილისამებ გადაურიცხა ეს თანხა. დეკლარირების ვადა ჯერ არ ამოწურულა, აუცილებლად მოხდება ამის დეკლარირება დაწესებული დროის ვადით. თავიდანვე ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან, მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ნამდვილად დავადგენთ ჩვენს სიმართლეს", - განაცხადა კალატოზიშვილმა.

ყოფილ გუბერნატორს პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შონიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო