სოფო ვერძეული - ლევან მურუსიძესთან გასაუბრება არის პარლამენტისადმი იუსტიციის საბჭოს საპასუხო სადამსჯელო ნაბიჯი და ახალი ფრონტის გახსნა

ვფიქრობ, ლევან მურუსიძესთან გასაუბრებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა ერთგვარად ახალი ფრონტი გახსნას, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა სოფო ვერძეულმა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსამართლესთან, მათ შორის ლევან მურუსიძესთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს ჩანიშნულ გასაუბრებაზე კომენტირებისას განუცხადა.

სოფო ვერძეულის თქმით, გავლენიანი მოსამართლეების მხრიდან ეს არის ერთგვარი სადამსჯელო სიგნალი საზოგადოებისა და „ქართული ოცნების“ იმ წევრების მიმართ, რომლებმაც პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ 10- მოსამართლე კანდიდატთან დაკავშირებით.

„ნათელია, რომ ლევან მურუსიძესთან გასაუბრება გადაწყდა და ეს გამოცხადდა ზუსტად მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეთა სიის განხილვა გადაიდებოდა საგაზაფხულო სესიამდე. სასამართლოს სისტემისა და მოსამართლეთა იმ გავლენიანი ჯგუფის მხრიდან, რომელიც შეწუხებულია პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ეს არის, ერთგვარის საპასუხო მოქმედება და და სადამსჯელო ნაბიჯი, როგორც საზოგადოების, ისე პარლამენტის იმ წევრების მიმართ, რომლებმაც პრინციპული და ღირსეული პოზიცია დააფიქსირეს.

ვფიქრობ, რომ როგორც ადრე, 3 წლის წინ, როცა მურუსიძე ინიშნებოდა, ისევე დღესაც შეფასდება არა როგორც მოსამართლე ლევან მურუსიძე,მისი კვალიფიციურობა, კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი, არამედ რეალურად საბჭო მას დანიშნავს იმიტომ, რომ მურუსიძის ფაქტორი სასამართლო სისტემის ერთიანობაში კვლავ არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბჭოს უნდა, რომ ეს სიგნალი სასამართლო სისტემას გაუგზავნოს, რომ მათ აქვთ ძალაუფლება და რომ მათთვის სასურველი კანდიდატები უვადოდ გაამწესონ სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესებული მოსამართლეები გასაუბრებას გაივლიან. მათ შორის არის სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე, ლევან მურუსიძე. ის ამ დროისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებს. ეს ვადა მურუსიძეს 4 იანვარს ეწურება. გასაუბრების წარმატებით გავლის შემდგომ, ის უვადო მოსამართლედ დაინიშნება.

იხილეთ ვიდეო: სოფო ვერძეული - ლევან მურუსიძესთან გასაუბრება არის პარლამენტისადმი იუსტიციის საბჭოს საპასუხო სადამსჯელო ნაბიჯი და ახალი ფრონტის გახსნა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს