სერგო რატიანი უმრავლესობას - თქვენ მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება

თქვენ მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სესიაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქუთაისში ბოლო სხდომის ჩატარებას. რატიანის თქმით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„6 წლის განმავლობაში ვიცავდით იმ პრინციპს და იმ ჩანაწერს, რომ ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი. სწორედ ეს იყო განახლების, მომავლის, თანამედროვე საქართველოს სიმბოლო. თქვენ მიერ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა, ვფიქრობ, რომ არის უკან წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება. ეს არის იმ რეალობაში დაბრუნება, როდესაც ელიტა ცხოვრობს ერთ ქალაქში, იქვე უნდა გადაირბინოს და იქვე მოაყომაროს მთელი ქვეყნის ბედი. ასევე, ეს არის სიმბოლო, როდესაც გვაქვს მაგალითად, ხუთოთახიან ბინა, გვინდა რომ შევიყუჟოთ და ერთ ოთახში ვიცხოვროთ. ამიტომ ჩემთვის მძიმეა ის, რომ ეს არის დროებით გამომშვიდობება მომავლის საქართველოსთან,“ - განაცხადა სერგო რატიანმა

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო