ირაკლი ქადაგიშვილი - 2019 წელი კახეთისთვის კიდევ უფრო დატვირთული იქნება, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი, ადმინისტრაციის თანამშრომლები, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები.

სხდომის ფარგლებში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მიერ 2019 წელს დაგეგმილი საპროექტო წინადადების შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა. სხდომაზე მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2019 წელი კახეთისთვის კიდევ უფრო დატვირთული იქნება, გაიზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხი და სტანდარტი, ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება რეგიონის მასშტაბით, რაც პროცესების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად წარმართვით იქნება შესაძლებელი.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სხდომაზე 2018 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს, მოიწონეს 2019 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი საპროექტო წინადადებები და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმები.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა