მამუკა ბახტაძე -  2018 წელს ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები, საბაგიროები, აშენდა ბაღები და სკოლები

2019 წელს ინფრასტრუქტურული განვითარება დარჩება პრიორიტეტულ მიმართულებად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმამამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„2018 წელს ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ქვეყანას შეემატა ათეულობით კილომეტრი თანამედროვე გზა, ხიდები, გვირაბები, საერთაშორისო სტანდარტის საბაგიროები, აშენდა ბაღები და სკოლები. რა თქმა უნდა, 2019 წელს ინფრასტრუქტურული განვითარება დარჩება პრიორიტეტულ მიმართულებად და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ჩვენ ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს გავხსნით“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა