მამუკა ბახტაძე - უბანზე, სადაც ამბობდნენ, რომ ბიულეტენები ჩაყარეს, სინამდვილეში უფრო ნაკლები ბიულეტენი იყო დათვლილი

უბანზე, სადაც ამბობდნენ, რომ ბიულეტენები ჩაყარეს, სინამდვილეში უფრო ნაკლები ბიულეტენი იყო დათვლილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბუნებრივია, როდესაც არსებობს გარკვეული ინფორმაცია არჩევნებში შესაძლო დარღვევაზე, ეს უნდა მოექცეს სამართლებრივ ჩარჩოებში და დაიწყოს გამოძიება. თუმცა რაც მე წავიკითხე, ერთ ცოტა კომიკურ ეპიზოდს ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთ უბანზე, სადაც ამბობდნენ, რომ ვითომ ბიულეტენები ჩაყარეს, სინამდვილეში უფრო ნაკლები ბიულეტენი იყო ზოგადად დათვლილი, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ საქმე გვქონდა დეზინფორმაციასთან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც არსებობს ეპიზოდი, სადაც ადგილი ჰქონდა გადაცდენას, მაშინ გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ და პროკურატურა სწორედ ასეთ ჭრილში მოქმედებს“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა