ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყეტილებას და უკრანელი ხალხის სწორ მოთხოვნას, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ სინოდის სხდომის შემდეგ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„მოვლენებს დაველოდებით. წმინდა სინოდის შემდეგ სხდომაზე ეს საბოლოდ გადაწყდება. ეკლესია აუცილებლად დაუჭერს მხარს ყველა სამართლიან გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის სწორ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა", - განაცხადა მეუფე პეტრემ.