კახა კუკავა - მურუსიძის, ჩინჩალაძის და მიქაუტაძის ადგილი გლდანის ციხეშია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან „თავისუფალი საქართველოს" ლიდრი კახა კუკავა და მისი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც კუკავამ განაცხადა, ისინი აპროტესტებენ ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესებას. მისი თქმით, გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე უვადოდ არ უნდა განმწესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მართლმსაჯულების სიტემისთვის ეს იქნება დამანგრეველი.

„უცებ დაიგეგმა ეს პროტესტი. პარლამენტის თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ საგაზაფხულო სესიამდე გადაიდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატების განხილვა. ამ დროს კი ლევან მურუსიძე ინიშნება უვადო მოსამართლედ. ასევე ამ სიაშია ცოტნე გამსახურდიას საქმის განმხილველი მოსამართლე.

ამასთან, მივესალმები ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას, რომელიც სწორი და პრინციპული ნაბიჯია. ყველას მოვუწოდებთ, რომ გაემიჯნონ "მურუსიზაციას".

მურუსიძის, ჩინჩალაძის და მიქაუტაძის ადგილი გლდანის ციხეშია", - განაცხადა კახა კუკავამ.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს