რამაზ საყვარელიძე - პოლიტიკური კუთხით 2018 წელი წინა წლებთან შედარებით გაცილებით დაძაბული იყო

პოლიტიკური კუთხით 2018 წელი წინა წლებთან შედარებით გაცილებით დაძაბული იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ 2018 წლის მოვლენების შეჯამების დროს განუცხადა.

„წინა წლებში გვქონდა ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნები და ყველამ აღნიშნა, რომ ისეთი მწვავე, როგორც ეს საპრეზიდენტო არჩევნები იყო, მათგან არც ერთი ყოფილა. ასე რომ, პოლიტიკური პროცესი 2018 წელს გაცილებით დაძაბული იყო. დაძაბულობა ხანდახან ადრენალინს გამოჰყოფს. ეტყობა, „ქართულ ოცნებას“ ადრენალინი გამოეყო და მობილიზაციაც მოახდინა. რაც შეეხება შედეგს, იყო პოზიცია, რომ პრეზიდენტი სხვა პარტიიდან ყოფილიყო, მაგრამ არ ვთვლი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი თუ გაიმარჯვებდა, ეს პრეზიდენტი სხვა პარტიიდან იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებიც გვპირდებოდნენ, რომ ისინი გამოიყვანდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ფიგურებს, პოლიტიკოსებს ასპარეზზე, როგორც წასულ, ისე - საპყრობილეებში მყოფ სახეებს. ამავე დროს, ვაშაძე რუსეთის მიმართ ერთგული პირია და მისი არჩევა დასავლეთისთვის ცხადს გახდიდა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა საქართველოში. ისინი ჩახედავდნენ ბიოგრაფიას და ეს ბიოგრაფია ცალსახად ლაპარაკობს. ეს იქნებოდა მარცხი, რადგან საქართველოსკენ მთელი ინვესტიციები გაჩერდებოდა. არაოფიციალურად ვიცი ერთი დიალოგი, რომელიც ამ არჩევნებს მოჰყვა ჩინეთის წარმომადგენლისა და ერთ-ერთ ქართველ წარმომადგენელს შორის, სადაც ჩინელმა თქვა, ბეწვზე ხართ გადარჩენილები, ვაშაძეს რომ გაემარჯვა, გავაჩერებდით ინვესტიციებს, რადგან ეს მოსკოვს წამოწევდა წინა პლანზეო“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ექსპერტის შეფასებით, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ საპრეზიდენტო არჩევნები და 25 ნოემბრის აქცია იყო.

„სალომე ზურაბიშვილის არჩევა იყო სამომავლო პერსპექტივების შემცველი მოვლენა. ვიცით, რომ თავად ზურაბიშვილს აქვს ასეთი პერსპექტივები, დასავლეთის ქვეყნებში პირადი ურთიერთობები პოლიტიკურ წრეებთან და თვითონ მისი ფიგურა, როგორც დასავლური, გასაგები და მისაღებია. ეს ფიგურა აღმოსავლეთისთვისაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ისევ მოახერხა რუსეთისთვის კარის ჩაკეტვა. ასევე, მნშვნელოვანი იყო 25 ნოემბრის აქცია, სადაც საზოგადოებამ ერთ მხარეს სილა აჩვენა, მეორეს კი - მუშტი. დავინახეთ ყველაზე ჯანსაღი დამოკიდებულება პოლიტიკაში, რომ საზოგადოება ვინმეს თაყვანისმცემელი არ არის და თავისი პრაგმატული ინტერესებიდან გამოდის,“ - განაცხადა ექსპერტმა.

საყვარელიძემ 2018 წელი ეკონომიკური კუთხითაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ის წინა წლებთან შედარებით ქვეყნისთვის უკეთესი ნამდვილად არ ყოფილა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით 2018 წელს ნამდვილად ვერ შევაფასებ, როგორც წინა წლებთან შედარებით უკეთესს და უარესიც არ არისო, როგორც ეს ეკონომიკის მინისტრმა თქვა და მე მგონი, სამართლიანად მიიღო კრიტიკის ქარ-ცეცხლი, რადგან უამრავი რამ ძვირდება და არანაირი ლოგიკით ეკონომიკაში საქმე უკეთესად არ არის“, - განაცხადა საყვარელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა