ირაკლი კობახიძე ბესელიას მიერ გუნდის დატოვების შესაძლებლობაზე - ყველაფერი მათ მოქმედებაზეა დამოკიდებული, ეკა ბესელია იმ კავშირზე საუბრობდა, რომელიც არ არსებობს - ეს არ არის გუნდური თამაში

გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს,“ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ გუნდი დატოვოს. კობახიძის თქმით, იმ კავშირზე საუბრობდა ეკა ბესელია, რომელიც არ არსებობს და ეს არ არის გუნდური თამაში.

„რაც შეეხება გუნდის წევრებს, მათ მოქმედებებზეა დამოკიდებული ყველაფერი. გუნდის ნაწილი იქნება ის, ვინც გუნდის თამაშს თამაშობს. ზოგადად ვამბობ ამას. მე მცირე ხარვეზი უკვე გითხარით. მცირე ხარვეზი იყო იმაში, რომ იმ კავშირზე საუბრობდა ქალბატონი ეკა ბესელია, რომელიც რეალურად არ არსებობს. ეს არის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში გუნდურ თამაშთან, თუმცა ეს არის გარკვეული ხარვეზი. ვნახოთ, მომავალში როგორ გაგრძელდება მუშაობა - ხარვეზებით თუ ხარვეზების გარეშე. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ გუნდის ერთიანობა. ზოგადად გუნდი არის ძლიერი და ასევე ძლიერი დარჩება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა