ლევან მურუსიძე - კლანი არ არსებობს, მე აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს

სასამართლო სისტემაში არ არსებობს კლანი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე მყოფმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ განაცხადა.

მან უპასუხა არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას, არის თუ არა სასამართლო სისტემაში კლანი და არის თუ არა იმ ჯგუფის წევრი, ვინც მართავს სასამართლო სისტემას? ლევან მურუსიძის თქმით, ის არავითარი კლანის წევრი არ არის, მართლმსაჯულების სისტემაში სამართლიანობის განმტკიცებას უწყობს ხელს და "ამ მხრივ ლიდერია".

"კლანთან დაკავშირებით ჩვენ მოგვდევს „შლეიფი“, რომ ეს არის სიმართლე. სასამართლოს ლიდერი ამ თემებზე, თურმე ვარ მე. თქვენ გაქვთ ურთიერთობა მოსამართლეებთან, ჰკითხეთ, რა ხერხებით ვახდენ მათ დაშინებას, აქვთ თუ არა შიში ჩემ მიმართ, რომ ასე ერთ პოზიციაზე არიან ყველანი. ამ კლანებზე საუბარი უსაფუძვლოა," - განაცხადა მურუსიძემ ჯანეზაშვილის საპასუხოდ.

მანამდე მან ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რომლითაც უვადო მოსამართლედ უნდა განმწესდეს.

"მთელი სასამართლო სისტემა ელოდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის საბჭო. მე მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს და მინდა ეს დღეს, ამ სხდომაზე დავამტკიცო იმ არამოსამართლე წევრებთან, რომელებიც გამოდიან და საუბრობენ ჩემზე ათას რაღაცას", - განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებთან მის ურთიერთობას, მურუსიძემ განაცხადა, რომ მათთან არავითარი კავშირი არ ჰქონია და მიხეილ სააკაშვილსაც კი არ იცნობდა ნორმალურად.

"ჩემზე საუბრობენ ისეთ რაღაცეებს, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. მე მიმიჩნევენ სააკაშვილის მოსამართლედ,რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ შევხვდი. მეტიც, არასდროს ვიცნობდი და არასდროს შევხვედრილვარ ზურა ადეიშვილს, არ შევხვედრივარ არასდროს "ნაციონალური მოძრაობის" იმ ლიდერებს, რომლებიც მართავდნენ ქვეყანას. ვერცერთი ვერ დაადასტურებს, რომ უშუალო ურთიერთობა მქონდა მათ რომელიმე ლიდერთან. არც ვანო მერაბიშვილს ვიცნობდი", - განაცხადა მურუსიძემ.

იხილეთ ვიდეო: "მე აბსოლუტურად ვაკმაყოფილებ კეთილსინდისიერების კრიტერიუმს" - ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემაში კლანის არსებობას უარყოფს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა