სერგო რატიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობასთან დაკავშირებული რეზოლუციის განხილვის გადადება მოითხოვა

პლენარული სხდომის დაწყებისას, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტი უნდა განიხილონ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება და გადადება ითხოვა. საუბარია „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტზე, რომლის მიზანია პარლამენტმა სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება მისცეს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას. რატიანის თქმით, „ევროპული საქართველო“ თანახმაა, რომ ამაზე ფართომასშტაბიანი დებატები შედგეს, თუმცა მისივე თქმით, სასურველია საკითხი მაშინ განიხილონ, როცა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები სრულად იქნებიან წარმოდგენილნი სხდომაზე.

„დღეს მოულოდნელად დადგა საკითხი და „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუცია შევიდა დღის წესრიგში. საქმე ეხება მათ რეზოლუციას, რომ საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივი რეჟიმის გამოცხადებასთან დაკავშირებით. მესმის, რომ ეს არის „პატრიოტთა ალიანსის“ სულისკვეთება, მაგრამ ამას პრინციპში, სრულიად იზიარებს როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“. ეს არის გარკვეულწილად ერთი იდეოლოგია, რომელსაც პრეტენზია არ აქვს საბჭოთა კავშირთან, მაგრამ ეტრფის საბჭოთა კავშირს. ასევე, მას არ აქვს პრობლემები მხედრიონის დროის საქართველოსთან და ეტრფის იმ დროს და მას არ აქვს პრობლემები შევარდნაძის კორუმპირებულ რეჟიმთან. მთელი ეს რევანშისტული სულისკვეთება იწყებს რეზოლუციის ინიცირებას. ჩვენ მზად ვართ, რომ იყოს დებატები და ფართომასშტაბიანი განხილვა, უბრალოდ მოვითხოვთ, რომ ეს საკითხი იქნას გადადებული. გვქონდეს განხილვა მაშინ, როდესაც ჩვენ დარბაზში სრულფასოვნად ვიქნებით წარმოდგენილი. გიგა ბოკერიამაც გთხოვათ, რომ მას უნდა, რომ დაესწროს ამ განუმეორებელ დებატებს. ამიტომ მოვითხოვთ, რომ ახლა ამოღებულ იქნას დღის წესრიგიდან და გადატანილი იყოს სხვა დროისთვის,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანის შეთავაზებას არ დაეთანხმა პლენარულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა უმრავლესობა და კენჭისყრის შედეგად საკითხის ამოღება დღის წესრიგიდან არ მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა