გაჩიანში დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულ ზაზა ტუკვაძეს პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენ ორ პირს კი გირაოს გადახდა დაეკისრა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, 24 დეკემბერს, სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე, შეიარაღებული დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულ ზაზა ტუკვაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს კი, აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.

24 დეკემბერს, სოფელ გაჩიანის მიმდებარედ, სასაფლაოს ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამი პირი დაჭრეს.

შსს-მ ორი ან მეტი პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1970 წელს დაბადებული ზ.ტ., პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე კი 1991 წელს დაბადებული ე.კ და 1995 წელს დაბადებული ა.მ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 24 დეკემბერს, სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთდაპირისპირებისას, ზ.ტ.-მ ნაგანის სისტემის პისტოლეტიდან 3 პირი დაჭრა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ზ.ტ. განაიარაღეს და დაპირისპირებულთა გაშველება დაიწყეს, რა დროსაც, შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მომხდარის შედეგად, სამართალდამცველებმა 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, 2 მოქალაქე კი ჯგუფის მიერ პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული ე.კ-ს და ა.მ-ს ოჯახის წევრებმა, გაჩიანის მოსახლეობასთან ერთად, მათი პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, 25 დეკემბერს, აქცია გამართეს და სასაფლაოსთან რუსთავის-გაჩიანის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო