ლევან მურუსიძე - გულწრფელად გეტყვით, არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა თეა წულუკიანთან, მიზეზი არ ვიცი

გულწრფელად გეტყვით, არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა თეა წულუკიანთან. მიზეზი არ ვიცი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსამართლე ლევან მურუსიძემ განუცხადა, რომელიც იუსტიციის საბჭოში გასაუბრებისთვის მივიდა.

მისი თქმით, რატომღაც ისე ხდება, რომ ყველა სასამართლოს აკრიტიკებს, რა დროსაც იუსტიციის მინისტრის მიერ მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა ახსენა. მიუხედავად წულუკიანის კრიტიკისა, მურუსიძის თქმით, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის გავლენა სასამართლო სისტემაზე არის ნული და ამ მხრივ საქართველო გამონაკლისია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

"რატომღაც ისე ხდება, რომ ყველა მხრიდან აკრიტიკებენ სასამართლოს. რეალურად ეს არის იმის ინდიკატორი, რომ სასამართლო დაადგა დამოუკიდებლობის გზას. გულწრფელად გეტყვით, არასდროს მქონია კარგი ურთიერთობა თეა წულუკიანთან. მიზეზი არ ვიცი. ყოველთვის მაკრიტიკებდა ისე, როგორც ახლა მაკრიტიკებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ყველა მაკრიტიკებს. მაგრამ ახლა გეტყვით, რომ როცა მივდივარ ევროპის ქვეყნებთან, იქ სასამართლოში ყოველთვის დგას იუსტიციის მინისტრის ჯარიმის პრობლემა. ჩვენი დელეგაცია წასული იყო სლოვენიაში, სლოვენიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვერ შეხვდა ჩვენს დელეგაციას, რადგან იუსტიციის მინისტრს ჰყავდა დაბარებული. ეს ევროკავშირის ქვეყანაა. საქართველო კი ერთადერთი გამონაკლისია იმ მხრივ, რომ შეიქმნა ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც იუსტიციის მინისტრს გავლენა არ აქვს სასამართლო სიტემაზე. ასეთი კანონები შეიქმნა ამ პერიოდში და კონსტიტუცია ამ ყველაფრის გვირგვინი ოყო, რომელმაც სასამართლოს საშუალება მისცა, იყოს დამოუკიდებელი. ჩემი თხოვნაა პოლიტიკოსების მიმართ, რომ სასამართლოს ნუ გარევთ პილიტიკაში. თუნდაც ამ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით და მათ საშუალება მივცეთ, რათა ნებისმიერ შეკითხვას გასცენ პასუხი", - განაცხადა მურუსიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს