თბილისის ღია უნივერსიტეტში, Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შემაჯამებელი საპოსტერო ხასიათის კონფერენცია ჩატარდა

თბილისის ღია უნივერსიტეტში, Rustaveli-DAAD-ის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შემაჯამებელი საპოსტერო ხასიათის კონფერენცია ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ღია უნივერსიტეტიდან აცნობეს, სასტიპენდიო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის განვითარებას, მათ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებას, ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებას, საუკეთესო სამეცნიერო პრაქტიკის გაზიარებისა და საერთაშორისო გაცვლის პროცესების გაუმჯობესების გზით, სამეცნიერო ქსელის შექმნასა და თემატური/ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

„Rustaveli-DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამის 2018 წლის საგრანტო კონკურსი თებერვალში გამოცხადდა, კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 38 განაცხადი. დარეგისტრირებული განაცხადები შეფასდა ქართველი და გერმანელი ექსპერტებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ და დასაფინანსებლად შეირჩა 18 პროექტი.

შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები წარადგენენ გერმანიაში კვლევითი სტაჟირების პერიოდში განხორციელებულ აქტივობებსა და მიღებულ შედეგებს.

მომხსენებლებს წარმოდგენილი ექნებათ სტენდი და კითხვა-პასუხის რეჟიმში აღწერენ კვლევით შედეგებს“, - ნათქვამუა უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ბატონი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მევნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ქალბატონი ირინა აბულაძე, გერმანიის საელჩოს ატაშე ეკონომიკის მიმართულებით - ბატონი ტომას შოლი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის საინფორმაციო ოფისის უფროსი - ბატონი გებჰარდ როილი, გამარჯვებულ აპლიკანტთა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორები, ფონდის გრანტიორები და სხვა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის