ლევან მურუსიძე - ამ პირობებში ჩემს მხარდაჭრას დიდი ვაჟკაცობა სჭირდება

იმედი მაქვს ჩემი მოსამართლე წევრების და კოლეგების. მარტო ჩემი მოსამართლე წევრების და ჩემი კოლეგების ხმა არ არის საკმარისი და ამას სჭირდება დამატებით სურვილი, - ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა საბჭოს მხარდაჭერის იმედი, რათა უვადო მოსამართლედ გამწესდეს.

ლევან მურუსიძესთან გასაუბრების პროცესი დახლოებით 2 საათის განამვლობაში მიმდინარეობდა. მისი თქმით, მან გასაუბრებს დროს დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

"რეალურად, ბევრი ჭორი ითქვა ჩემთან მიმართებაში ამ ხნის განმავლობაში და აღსანიშნავია ის, რომ მოსამართლეებს პროფესიიდან გამომდინარე არ ეძლევათ საშუალება, აუხსნან საზოგადიებას რა ხდება. ამიტომ მომეცა საშუალება გამეცა კითხვებზე პასუხი, რომელიც პატივცემულმა არამოსამართლე წევრებმა დასვეს და რომელთაც, ჩემთან დაკავშირებით უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ. დასაბუთებული და ამომწურავი პასუხები გავეცი. რაც შეეხება მხარდაჭერას, ლევან მურუსიძეს მხარი დაუჭირო ამ პირობების გათვალისწინებით, დიდი ვაჟკაცობა სჭირდება. რაც ჩემს წინაადეგ ხდება და რასაც მაბრალებდნენ მოცემულ საქმეზე, ვეცადე ყველა კითხვაზე მეპაუსუხა", - განაცხადა მურუსიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს