ლევან მურუსიძე - ადეიშვილს და მერაბიშვილს არ ვიცნობდი, ხოლო სააკაშვილს სულ ორჯერ შევხვდი, როცა ფიცი დავდე

ადეიშვილს და მერაბიშვილს არ ვიცნობდი, ხოლო სააკაშვილს სულ ორჯერ შევხვდი, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

„ადეიშვილს არ ვიცნობდი და არც არასოდეს შევხვედრივარ. არასოდეს, არც სატელეფონო ურთიერთობა მქონია, არც ნაცნობობა მქონია, ასევე არც მერაბიშვილს. რაც შეეხება სააკაშვილს, მას სულ ორჯერ შევხვდი, როცა ფიცი დავდე. არ ვიცნობ ბაქრაძეს და ა.შ. ჩამოთვალეთ ვინც გნებავთ. გადაამოწმეთ, არასოდეს ურთიერთობა არ მქონია. როცა საუბრობენ ლევან მურუსიძესა და „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ეს სიმართლე არ არის“, - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მისი თქმით, ივანიშვილს მხოლოდ ერთხელ, მისივე პრემიერობის დროს შეხვდა, ხოლო ახლა მასთან არავითარი ურთიერთობა არ აქვს. „ბიძინა ივანიშვილთან ახლა არავითარი ურთიერთობა არ მაქვს, მასთან შეხვედრა მქონდა მაშინ, როცა ვიყავი საბჭოს მდივანი, ხოლო ის იყო პრემიერი. შეხვედრა მოხდა მისი სურვილით. ძალიან ბევრი კარგი საკითხი გადაწყდა მაშინ მოსამართლეთა სტაბილურობაზე, ხელფასზე და ა.შ. ბატონი ბიძინას გულწრფელი სურვილი იყო, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა ყოფილიყო დამოუკიდებელი. მე მაშინ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ივანიშვილთან არ მისაუბრია“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან მოსამართეთა 11 ხმა მოიპივა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა. ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში უვადოდ დაინიშნა. მან კეთილსინდისიერების კრიტერიუმში 95%, ხოლო კომპეტენტურობაში 94 მიიღო.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა