გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატი - დღეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს

დღეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან აღნიშნულ საქმეში არ არსებობს არც ერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღებას, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქმეში ერთადერთი მოწმეა - ჯაბა ხულორდავა, რომელიც აცხადებს, რომ გიორგანაშვილმა მას თურქეთში ნარკოტიკული საშუალება მისცა, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეში არ არსებობს.

„ჯაბა ხულორდავამ პროცესზე სამი სხვადასხვა ვერსია შემოგვთავაზა, მანამდე სამჯერ შეცვალა ჩვენება. მეოთხე ჩვენებიის შემდეგ, სადაც ის ამბობს, რომ "ბახალამ" მას ნარკოტიკული საშუალება მისცა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა", -აცხადებს მახარაძე.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო გიორგი გიორგანაშვილს გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ეს იქნება დაბალი სტანდარტის დამკვიდრება.

„თუ სასამართლომ გამამტყნებელი განაჩენი გამოიტანა, მისი ბრალი 15-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლემ მინიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მიუსაჯოს ბრალდებულს, რაც ძალიან დაბალი სტანდარტის დამკვიდრება იქნება. მაგალითად, მე თუ დამაკავეს და რომელიმე თქვენგანზე ვთქვი, რომ ნარკოტიკული საშუალება მომეცით, ეს საკმარისი მტკიცებულება გამოდის, რომ თქვენც დაგაკავონ", - აცხადებს ადვოკატი.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ გიორგი გიორგანაშვილისა და ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ირაკლი ქორიძის საქმეზე შესაძლოა, გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ გიორგანაშვილს შსს-მ მიმდინარე წლის 2 აპრილს ბრალი დაუმძიმა. გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

იხილეთ ვიდეო: "გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს" – "ბახალას" საქმეზე შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა