გამოკითხვის თანახმად, 2018 წელს მოწონების რეიტინგში პირველ ადგილს ბარაკ ობამა იკავებს, მეორე ადგილს კი, დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეორე ადგილი დაიკავა იმ პირთა სიაში, ვინც 2018 წელს ამერიკელებში მოწონება დაიმსახურეს.

ყოველწლიურ გამოკითხვაში, რომელსაც სოციოლოგიური კვლევის სამსახური Gallup 1946 წლიდან ატარებს, პირველი ადგილი აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაიკავა.

გამოკითხვა 3-12 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1025 ამერიკელმა მიიღო. შედეგების თანახმად, ბარაკ ობამათი რესპონდენტთა 19%-ია აღტაცებული, ხოლო დონალდ ტრამპით კი 13%.

რეიტინგში მესამე და მეოთხე ადგილი ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უფროსმა და რომის პაპმა ფრანცისკემ დაიკავეს, შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ბარაკ ობამა აღნიშნულ გამოკითხვაში პირველ ადგილს ზედიზედ მეთერთმეტჯერ იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ქალ მოღვაწეებს შორის ამერიკელებში ყველაზე მეტი მოწონება ბარაკ ობამას მეუღლემ მიშელ ობამამ დაიმსახურა. მოქმედი პირველი ლედი მელანია ტრამპი კი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“