ეკა ბესელია - გუნდურობაზე არ მივიღებ მითითებებს არავისგან და განსაკუთრებით მათგან, ვინც 2012 წლის გამარჯვების შემდეგ და მით უფრო 2016 წელს მოვიდა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ეკა ბესელია ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ჰქონდა, თუმცა, როგორც ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კომიტეტის თავმჯდომარის დატოვების გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის გამო მიიღო და არა ვინმესთან უთანხმოების გამო.

მისივე თქმით, გუნდურობასთან დაკავშირებით იგი არავისგან შენიშვნას არ მიიღებს.

„გუნდურობაზე არ მივიღებ არავისგან მინიშნებებს და მითითებებს, განსაკუთრებით მათგან, ვინც 2012 წლის გამარჯვების შემდეგ მოვიდა ჩვენთან და მით უფრო 2016 წელს. ჩემთვის ეს ფაქიზი თემაა. ფრთხილად არის საჭირო ამ თემაზე საუბარი. მე არ მჭირდება გუნდურობაზე და სტანდარტების დაცვაზე მითითება.

გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები გვქონდა და მაქვს. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი ყველაზე კარგად ვიცი და ვინც აკეთებს განსხვავებულ ინტერპრეტაციას, ეს არის არაგუნდურობა და არაეთიკური. თუ აინტერესებთ, ამ ადამიანებმა ჯერ უნდა მკითხონ მიზეზი“, - განაცხადა ბესელიამ.

როგორც ცნობილია, ეკა ბესელიამ გუშინ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ბესელიას თქმით, შესაბამის განცხადებას ბიუროს პირველივე სხდომაზე წარუდგენს.

იხილეთ ვიდეო: "გუნდურობაზე არ მივიღებ მითითებებს არავისგან" - ეკა ბესელია მმართველი გუნდის დატოვებას გამორიცხავს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა