ვასილ ურუშაძე - ტაქსის მომსახურების გაძვირება თბილისის ეკონომიკაში მძიმე კრიზისს გამოიწვევს

ტაქსის მომსახურების გაძვირება თბილისის ეკონომიკაში ღრმა და მძიმე კრიზისს გამოიწვევს ,- ამის HUB Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ურუშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ურუშაძის თქმით, ქალაქში რომ ნაკლებმა ტაქსმა და კერძო ავტომობილმა იმოძრაოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა განვითარდეს.

"ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ სატოქსომოტორო სერვისის რეფორმის შედეგად მიგვეღო უფრო გაუმჯობესებული სერვისი, გაუმჯობესებული საგზაო მოძრაობა და გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, როგორც ჩანს, მივღებთ უფრო მეტად გაძვირებულ სერვისს და მეტს არაფერს. ამაზე თბილისის მერმაც აღნიშნა, რომელსაც როგორც ჩანს, აწუხებს ტაქსის სერვისის ხელმისაწვდომობა და სურს ეს ხელმისაწვდომობა გაართულოს და უფრო მიუწვდომელი გახადოს მოქალაქეებისთვის. იმისთვის, რომ ქალაქში ნაკლებმა ტაქსმა და კერძო ავტომობილმა იმოძრაოს, საჭიროა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, რაც ქალაქში მოძრაობასაც განტვირთავს და ტაქსით მომსახურების საჭიროებასაც შეამცირებს. ამ მიდგომებით და შეფერხებების შექმნით პრობლემა ვერ მოგვარდება. სატრანსპორტო კოლაფსი ქალაქში უკვე არის. პიკის საათებში ტაქსები ძირითადად, მიუწდომლები არიან. ეს არის კოლაფსის პირველი ფაზა და თუ ასე გაგრძლდება, არ გადაიდგმება რეალური ნაბიჯები, ისევ ბიუროკრატიული გზით წავალთ, დამატებით ბარიერებს შევქმნით, ამის დასასრული იქნება ძალიან ღრმა, მძიმე კრიზისი, რომელიც არა მარტო მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მათ გადაადგილებას შეუქმნის პრობლემას, არამედ პრობლემას შეუქმნის ქალაქის ეკონომიკას",- განაცხადა ურუშაძემ.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)