ლევან კობერიძე - თუ ეკა ბესელიას გადადგომის პროცესი ადრე დაიწყო და უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ეს ინფორმაცია ჰქონდა, მექნება შეკითხვა, რატომ არ იცოდნენ ეს დანარჩენებმა?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობა ყოფილა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„ხედავთ, რომ აზრთა სხვადასხვაობა გუნდში არსებობს და ამას არავინ მალავს. ეს პირველი საკითხი არაა, რაზეც „ქართული ოცნების“ წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირებულა. თუმცა, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დამდგარა აზრთა სხვადასხვაობა, რადგან ესაა მართლმსაჯულებისა და სამართლის აღსრულების საკითხი ქვეყანაში. ვადასტურებ, რომ ეს არის საკმაოდ მწვავე, მაგრამ დაპირისპირებაზე არ ვილაპარაკებდი, ამას აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობას უფრო დავარქმევდი“, - აღნიშნა კობერიძემ.

„ქართული ოცნების“ წევრმა კომენტარი ეკა ბესელიასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს.

„ქალბატონ ეკა ბესელიას გადადგომასთან დაკავშირებით მანამდე რამე პროცესი თუ იყო დაწყებული, ჩემამდე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა. სხვადასხვა ინფორმაცია მედიაში ხშირად არის, მაგრამ მათი უმრავლესობა, როგორც ვიცი, არ მართლდება ხოლმე. მე, როგორც უმრავლესობის წევრს, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა და პირიქით, იმ უმრავლესობის წევრებთან, ვინც თქვა, რომ მათ რამე იცოდნენ, ნამდვილად მექნება შეკითხვები უმრავლესობის შემდეგ შეკრებაზე - რა ინფორმაცია ჰქონდათ, ან თუ ჰქონდათ, სხვებს რატომ არ ჰქონდათ. მე ვხედავ იმას, რაც ხდება და შესაბამისად, დავინახე, რომ ეკა ბესელია გადადგა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით. არანაიარი საფუძველი არ მაქვს, მის განცხადებას არ დავუჯერო. ძალიან დიდი ხანია ვიცნობ ეკას და დიდი ხანია კოლეგები და თანამებრძოლები ვართ და მისი განცხადება არის ყოველთვის პასუხისმგებლიანი. თუ ამის უკან რამე დგას, მაშინ ეს ყველამ უნდა იცოდეს და არა - ცალკეულმა დეპუტატებმა“, - აღნიშნა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა