200-მდე ნიჭიერი ახალგაზრდა „თიბისისგან“ ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს

„თიბისი“ 2019 წელს ახალი პროექტით იწყებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, „თიბისის ინიციატივით, მომავალ წელს 200-მდე ნიჭიერი ახალგაზრდა ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

სტიპენდია გადაეცემათ ბავშვებს, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი ნიჭით ხელოვნებაში, მეცნიერებასა თუ სპორტში, თუმცა არ აქვთ ამ ნიჭის გამოვლენისათვის სათანადო მხარდაჭერა.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სხვადასხვა ორგანიზაციასთან და კერძო პირთან მუშაობის შედეგად, შეირჩა „თიბისის“ ბენეფიციარი 200-მდე ბავშვი.

ამასთან, პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს. კერძოდ, ჭუბერს, გორის წნორს, წეროვანს, თბილისს, ლექოკს, ბარისახოს, უწერას, არახვეთს, ქუთაისს, კარალეთს, ზუგდიდს, ბათუმს, ხონს, ამბროლაურს, სენაკს, პატარძეულსა და სხვას.

„საქართველო ტალანტების ქვეყანაა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დაიკარგა იმის გამო, რომ არ ჰქონდა ხელშეწყობა. ქველმოქმედებას არ აქვს საზღვარი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების საზოგადოებისთვის ჩვენება, მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ეს უნდა იყოს არამარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის პრიორიტეტი“, - განაცხადა „თიბისის ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის შესახებ მამუკა ხაზარაძემ „თიბისის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ღონისძიება „თიბისი გალერეაში გაიმართა“, რომელზეც საზოგადოების წინაშე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები წარდგნენ.

„მათ სხვადასხვა დროს „თიბისიმ“ უკვე აღმოუჩინა მხარდაჭერა. ამასთანავე, პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებაც უკვე მიიღეს მამუკა ხაზარაძის სახელობის სტიპენდია ეთიკური ჟურნალისტიკის მხარდაჭერისათვის.

სტიპენდიანტების პროექტი „თიბისის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი ეტაპია. 26 წლის განმავლობაში თიბისიმ CSR პროექტებსა და ქველმოქმედებაში ჯამში 110 მილიონი ლარი გაიღო და 1 000-ზე მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა