სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 29 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 29 დეკემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

უფრო კონკრეტულად, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მცხოვრებლებს შეეხებათ.

ელექტრომომარაგება შეიზღუდება საბურთალოს რაიონშიც. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ფატმანის, შერმადინის და ერედვის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

როგორც „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შექმნილი დისკომფორტის გამო კომპანია მომხმარებლებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღუდგებათ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს