განათლების კომიტეტის სხდომაზე მინისტრის არ დასწრებამ საპარლამენტო უმცირესობის უკმაყოფილება გამოიწვია

საპარლამენტო უმცირესობაში, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობასთან ერთად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლისა და ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს განიხილავენ, განათლების მინისტრის არ დასწრებამ უკმაყოფილება გამოიწვია.

საპარლამენტო უმცირესობაში, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობასთან ერთად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლისა და ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს განიხილავენ, განათლების მინისტრის არ დასწრებამ უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ სხდომაზე განათლების სამინისტრო აუდიტის სამსახურის უფროსით არის წარმოდგენილი. როგორც „ევროპული საქართელოს“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, მინისტრს სხვა ამაზე მეტად მნიშვნელოვანი საქმე არ აქვს.

„დღევანდელი მოსმენა დაკავშირებულია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში მომხდარ ტრაგედიასთან. „ევროპული საქართველო“ ითხოვდა მინისტრის მოსვლას უმცირესობის ფორმატში. ამის შემდეგ თქვენი ინიციატივა იყო მომხდარიყო კომიტეტის სხდომაზე განხილვა. ფაქტობრივად, ვიცოდით, რომ მინისტრი მოვიდოდა. გუშინდელ დღემდე არ გქონდათ ინფორმაცია მინისტრი მოდიოდა თუ არა. მინისტრის მოადგილეებიც კი არ არიან. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე მინისტრს აქვს საერთოდ? მთავარი კითხვები არის მინისტრთან, მათ შორის თუ რატომ არ არის გათავისუფლებული დღემდე აუდიტის სამსახური?“, - განაცხადა რატიანმა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, მინისტრი მზად არის ოპოზიციას იანვრის დასაწყისში შეხვდეს. „დღეს კომიტეტი იხილავს სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დეტალურად გავეცნოთ ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის საქმიანობას, 100-ზე მეტ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების საფუძვლებს, შედეგებს, გამოვლენილ ხარვეზებს და განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის შემთხვევაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებზე. კომიტეტმა ჩათვალა, რომ იმისთვის, რომ ჩვენ შევაფასოთ, მოხდა თუ არა განსხვავებული მიდგომით აუდიტის ჩატარება, იყო თუ არა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა გამონაკლისის შემთხვევა განსაკუთრებით მიმდინარე, სენსიტიური პოლიტიკური პროცესების ფონზე, სრული სურათის პრეზენტაცია მოგვცემს საშუალებას შესაბამისი დასკვნების გამოტანის. დღეს მე მქონდა კომუნიკაცია მინისტრთან. ის მზად არის უმცირესობის თხოვნის საფუძველზე, იანვრის დასაწყისში მოხდეს შეხვედრა თუ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დარჩება კითხვები. ჩემი მოთხოვნა არ ყოფილა კომიტეტის სხდომაზე მინისტრის დასწრება. ჩემი მთავარი ინტერესი საქმესთან დაკავშირებული დეტალებია. ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა სამუშაო ფორმატი“, - განაცხადა ჯაშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა