ეკა ბესელია - კონსულტაციები აუცილებელია, რადგან იურიდიულ კომიტეტს ორშაბათიდან არ ეყოლება  არც თავმჯდომარე და არც პირველი მოადგილე

კონსულტაციები აუცილებელია, რადგან ამ წუთას შექმნილია ისეთი ვითარება, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ორშაბათიდან არ ეყოლება არც თავმჯდომარე და არც პირველი მოადგილე,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემი განცხადება ბიუროს ორშაბათს ექნება, მაგრამ მანამდე პირველი მოადგილის საკითხია გასარკვევი, რადგან მან უნდა შესარულოს თავმჯდომარის მოვალეობა იქამდე, ვიდრე თავმჯდომარეს ავირჩევთ პლენარულ სესიაზე. ეს საგაზაფხულო სესიაზე, თებერვალში იქნება. ამიტომ უამრავი საკითხია ისეთი, რომელიც მე მიმყავდა იურიდიულ კომიტეტში. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები და ამ საკითხების წყვეტა და შუა გზაზე მიტოვება ძალიან დააზიანებს საპარლამენტო მუშაობას. ამიტომ საჭიროა გადაბარება. ბევრი თემაა და ბუნებრივია უნდა მოხდეს შეთანხმება, რომ პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს. მგონია, რომ ეს არის ნორმალური“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა