მარიამ ჯაში ოპოზიციას - იმედი მაქვს, ამ ტრაგედიას არ ვიყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის

პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის საქმიანობის ანგარიშს უსმენენ. კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა დეპუტატებს მოუწოდა, საქმიანი ფორმატი შეინარჩუნონ და არ გამოიყენონ ეს თემა პოლიტიკური მიზნებისთვის.

“ჩვენ გვექნება შესაძლებლობა დეტალურად გავეცნოთ ინსპექტირების სამსახურის 2018 წლის საქმიანობას, 100-ზე მეტ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებს, შედეგებს, გამოვლენილ ხარვეზებს და ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევაში ჩატარებული ინსპექტირების დეტალებზე. იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად შევაფასოთ, მოხდა თუ არა განსხვავებული მიდგომა და იყო თუ არა ზუგდიდის მე-6 სკოლა გამონაკლისი შემთხვევა, მიმდინარე, განსაკუთრებით სენსიტიური პოლიტიკური პროცესების ფონზე, ვფიქრობთ, რომ სრული სურათის პრეზენტაცია და განხილვა მოგვცემს შესაბამისი ანალიზის გაკეთების და შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალებას. დღეს მე მქონდა კომუნიკაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მე და ბატონმა მიხეილ ბატიაშვილმა ჩავთვალეთ, იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად მაქსიმალურად შევინარჩუნოთ დღევანდელ განხილვაში საქმიანი ფორმატი, მინდა მოგმართოთ თითოეულ ჩემს კოლეგას, როგორც უმრავლესობას, ასევე უმცირესობას, თითოეული შეკითხვა, რომელიც გვექნება, იყოს მაქსიმალურად დაკავშირებული ანგარიშთან. ჩვენ დღეს არ ვართ პოლიტიკური მოტივებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტრაგედიას ჩვენ არ ვიყენებთ პოლიტიკური მოტივებისთვის. ეს იქნებოდა პირველ რიგში ქალბატონი იას, მისი ოჯახის და კოლეგების შეურაცხყოფა. ჩვენი ინტერესია, გაირკვეს ყველა დეტალი ჩატარებულ საქმიანობასთან დაკავშირებით,“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა