ეკა ბესელია - მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს მე და ირაკლი კობახიძეს, ეს არანაირად არ მიშლის ხელს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრო

"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს მე და ირაკლი კობახიძეს, ეს არანაირად არ მიშლის ხელს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრო“,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჯერ კიდევ თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბესელიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვან თემას, მათ შორის მისი გადადგომის შემდეგ წარმოქმნილ პროცედურულ საკითხებს.

"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს მე და ირაკლი კობახიძეს, ეს არანაირად არ მიშლის ხელს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრო. აქ საქმე ეხება საჯარო ინტერესსა და პრლამენტის მუშაობას, რომელიც არ შეიძლება შეფერხებული იყოს იმის მიუხედავად, ვის რა განწყობა აქვს ერთმანეთის მიმართ.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ რამდენიმე საკითხზე. მათ შორის არის თემები, რომელიც მე მიმყავდა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს და არის საკითხები, რომელიც პირადად მე უნდა მივიყვანო ბოლომდე. ასევე, არის საკითხები, რომელიც შესაძლებელია, რომ გადავაბარო იმ ადამიანს, ვინც შეასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას", - განაცხადა ბესელიამ.

როგორც მან აღნიშნა, მას და ირაკლი კობახიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვთ. როგორც ცნობილია, ბესელია გედევან ფოფხაძის კანდიდატურას უჭერს მხარს. ბესელიას თქმით, ორშაბათს ბიუროს უკვე ექნება მისი გადადგომის შესახებ განცხადება.

"დროებით პირველი მოადგილის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. მე დავასახელე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა და წინა სხდომა გადაიდო, არ დასრულებულა კენჭისყრით. ეს სხდომა უნდა დასრულდეს. ბიუროს მიუვა თუ არა ჩემი განცხადება, იურიდიული ფაქტი შედგება. ასე რომ, ორშაბათს ბიუროს სხდომას ჩემი განცხადება ექნება გადადგომის თაობაზე. იქამდე ეს სხდომა დასასრულებელია. ამიტომ შეხვედრაზე ამ პროცედურებზეც ვსაუბრობდით. შევჯერდით, რომ ბიუროს სხდომამდე კიდევ ერთი კონსულტაცია იქნება საჭირო", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვის კანდიდატურას უჭერს მხარს ირაკლი კობახიძე, ბესელიამ უპასუხა, რომ ამაზე მისი მხრიდან საუბარი არაკორექტული იქნება. ამასთან, კითხვაზე, გაიჟღერა თუ არა შეხვედრაზე ანრი ოხანაშვილის გვარმა, ბესელიამ აღნიშნა, რომ მისმა გვარმა ბევრჯერ გაიჟღერა ბოლო დღეებშიც და მანამდეც. "უმჯობესია, მან თავად ისაუბროს ამაზე. არ არის კორექტული, რომ მე მის ნაცვლად ვისაუბრო. საერთოდ ამ დღეებში ხშირად ისმის ოხანაშვილის გვარი და უფრო ადრეც ისმოდა", - განაცხადა ბესელიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია