ლევან დავითაშვილმა ციტრუსის სეზონთან დაკავშირებული საკითხები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად განიხილა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარაში ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს - ექსპორტირებულია 26 000 ტონა მანდარინი, რაც 6 000 ტონით აღემატება გასული წლის მონაცემს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებზეც იმსჯელეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ექსტენციის განვითარების და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა