ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძის მხოლოდ გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრა, კლანის მხარდაჭერაზე მეტყველებს, რაც მიუღებელია

იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძესთან, კლანის მხარდაჭერაზე მეტყველებს და ეს მიუღებელია.

ანა დოლიძემ და საბჭოს კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს აღნიშნულ საკითხზე ბრიფინგი გამართეს.

„ყველა ვაცნობიერებთ, რომ ამ კვირას ჩვენ მოვიგეთ დიდი ბრძოლა, ჩვენ ყველამ ერთად სახელმწიფოს ავარიდეთ ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე, ვინაიდან სასამართლო კლანს ჰქონდა სასამართლოს მიტაცების კიდევ ერთი მცდელობა. ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა არის კლანის გაფართხალება ჩვენს გამარჯვებასთან მიმართებაში და ამ გამარჯვებისთვის ჩვენ, ყველას გვინდა მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ნებისმიერი ფორმით ამოიღო ხმა. თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. ამ ბრძოლის ფონზე გუშინ ყველამ შევიტყვეთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდა საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების ფონზე ეს შეხვედრა აღიქმება როგორც თავმჯდომარის მიერ კლანის მხარდაჭერა. ამდენად, ეს შეხვედრა ჩვენთვის მიუღებელია", - განაცხადა ანა დოლიძემ.

კითხვაზე, რატომ არის მიუღებელი ეს შეხვედრა, ანა დოლიძემ უპასუხა, რომ მწვავე ვითარების ფონზე, რომელიც ბოლო დროს იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობს, კობახიძის მხრიდან მხოლოდ მიქაუტაძესთან შეხვედრა აღნიშნული კლანის და ჯგუფის მხარდაჭერას ნიშნავს.

იხილეთ ვიდეო: ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძის მხოლოდ გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრა, კლანის მხარდაჭერაზე მეტყველებს, რაც მიუღებელია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს